Sunday, July 12, 2015

soko

სოკო

V klasi

Vკლასი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

სტანდარტი


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

ძირითადი ცნებები და ოპერაციები
ისტ რესურსების შექმნა
კვლევა და კომუნიკაცია
ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლიაისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.

ის ტექნ. V.2.   მოსწავლეს შეუძლიაეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
ის ტექნ. V.3.   მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლიაისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. V.5.   მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:


მიმართულება: ძირითადი ცნებები და ოპერაციები

ის ტექნ. V. 1.   მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1.          აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული საშუალების დანიშნულებას;
2.          გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას;
3.          ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს, როგორც ოპერაციულ სისტემას შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით, ასევე მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით. გაიაზრებს ამ ორ ხერხს შორის განსხვავებას;
4.          აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით, დაწკაპება და ორმაგი დაწკაპება);
·            ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი);
·            აცნობიერებს განსხვავებას ტექნიკურ მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის;
·            უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ საშუალებებს (მაგალითად: ,   ) და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს;
·            აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება);
·            გაიაზრებს ჰიპერტექსტური დოკუმენტის შემადგენელი ელემენტების დანიშნუ­ლებას და იყენებს მათ (მაგალითად: ჰიპერბმული, ფორმის კომპონენტები).


ის ტექნ. V.2.   მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            აცნობიერებს ინფორმატიკის საგანს, ინფორმატიკის განვითარების ისტორიისა და ფუნდამენტურ მეცნიერებათა შორის ინფორმატიკის ადგილსა და როლს; გაიაზრებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივ და ეკონო­მიკურ ასპექტებს;
·            ინფორმაციისა და ელექტრონული ფორმატის ობიექტების მიღება-გადაცემისას, აცნობიერებს მასალის მოცულობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
·            იყენებს პირადი ინფორმაციის დაცვის ხერხებს (მაგალითად: პაროლი, მონაცემთა დაშიფვრა) და იცავს მათი გამოყენების ნორმებს;
·            აცნობიერებს ქსელში ან/და ინტერნეტ გარემოში ზოგიერთი მასალის ნახვასთან და გადმოწერასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
·            ქსელურ გარემოში ახდენს პოზიტიური სოციალური უნარ-ჩვევების დემონ­სტრირებას;
·            კომპიუტერისა და სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს (მაგალითად: სხეულის მდებარეობა კომპიუტერთან ჯდომისას, ეკრანზე კადრების ცვლილების სიხშირის გათვალისწინება);
·            აცნობიერებს სკოლაში დადგენილ ნორმებს და იცავს მათ სასკოლო ქსელისა და ციფრული საშუალებების გამოყენებისას;
·            ციფრული მასალის გამოყენებისას ითვალისწინებს ამ მასალის ავტორის უფლებებს და საჭიროების შემთხვევაში მიუთითებს ავტორს;
·            გაიაზრებს და ასაბუთებს ისტ-ის გამოყენების დადებით მხარეებს  ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა და კულტურაში, საგამომცემლო საქმეში.


მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა

ის ტექნ. V.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·            გაიაზრებს ციფრული მასალის სტრუქტურას;
·            იყენებს ციფრული საშუალებებს ცნებების, ობიექტებისა და პროცესების გამოსახვისას ციფრული მასალის გამოყენებით;
·            ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის კომბინირებას ციფრული მასალის შექმნისას;
·            იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას (მაგალითად: რიცხვითი მიმდევრობა, ფიგურების განლაგება);
·            ავრცელებს საკუთარ ციფრულ მასალას, სხვების მიერ განხილვისა და უკუგების მიღების მიზნით; იყენებს უკუგების შედეგს პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით.

ის ტექნ. V.4. მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობასა და ადგილს.
·            მუშაობის პროცესში რეგულარულად ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად:  „“,  „“);
·            აცნობიერებს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას შორის მონაცემთა მიღება-გადაცემის ფუნქციებს;
·            აცნობიერებს ციფრულ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას (მაგალითად: ფაილი, საქაღალდე) და ეფექტიანად იყენებს ამ სტრუქტურას (მაგალითად: ფაილებს აჯგუფებს საქაღალდეებში, საქაღალდეებს აჯგუფებს ქვესაქაღალ­დეებად); გააზრებულად არქმევს სახელწოდებებს სტრუქტურის ელემენტებს;
·            ახდენს ფაილებისა და საქაღალდეების ლოგიკურ ორგანიზებას მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით;
·            განასხვავებს ფაილების ტიპებს და აცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის არსებობას;
·            ინფორმაციისა და ციფრული მასალის შენახვის, წაკითხვისა და გადაცემისას აცნობიერებს ფაილის ზომებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
·            აცნობიერებს შესანახი მოწყობილობების მეხსიერებების შესაძლებლობებს.


მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია

ის ტექნ. V.5.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
·            ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს (მაგალითად: შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად იყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს);
·            ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, ადარებს სხვადასხვა წყაროდან მოპო­ვებულ ინფორმაციას;
·            იყენებს ისტ-ს იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
·            ახენს მოძიებული ციფრული მასალისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას და აფასებს ამ მასალას იმის მიხედვით, თუ რამდენად სასარგებლო, სანდო, ადეკვატური და ზუსტია იგი;
·            უთითებს ინფორმაციისა და ციფრული მასალის წყაროებს ან/და ავტორს.

ის ტექნ. V. 6.  მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            იყენებს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელი საშუალების შესაძლებლობებს ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის გასაუმჯო­ბესებლად (მაგალითად: ტექსტურ რედაქტორში ასოების ზომების, სტილისა და ფერის შერჩევა, ტექსტის ენობრივი გამართულობა);
·            იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს.



სარეკომენდაციო შინაარსი


კომპიუტერისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შემადგენელი ნაწილები და მათი დანიშნულება:
·          კომპიუტერი, როგორც ინფორმაციის გადამამუშავებელი უნივერსალური მოწყობი­ლობა. კომპიუტერის აგებულება;
·          პროცესორი და მისი სწრაფქმედება. ოპერატიული და მუდმივი მეხსიერება და მათი ურთიერთკავშირი;
·          შეტანის მოწყობილობები და მათი დანიშნულება:  კლავიატურა, თაგვი და მისი შემცვლელი მოწყობილობა, მიკროფონი, სკანერი, ვებ-კამერა;
·          გამოტანის მოწყობილობები და მათი დანიშნულება:   მონიტორი, პრინტერი, სპიკერები/ყურსასმენები;
·          მონაცემთა შესანახი მოწყობილობები:  მყარი დისკი, კომპაქტ-დისკი, DVD-დისკი, flash ბარათი;
·          პორტები და მიერთება:  USB-პორტი, ქსელის პორტი, დენის წყაროს მიერთება, მონიტორის მიერთება, სხვა შეტანა-გამოტანის მოწყობილობების მიერთება (იხ. ზემოთ).

კომპიუტერის ჩართვა/გამორთვა და სისტემის სხვადასხვა მდგომარეობა.
·          ჩართვა და სისტემის ჩატვირთვის ეტაპები;
·          გამორთვა და გადატვირთვა. მათ შორის განსხვავება. განსხვავება პროგრამულად გამორთვასა და დენის წყაროდან გამორთვას შორის;
·          ოპერაციულ სისტემაში მომხმარებლის შესვლა და გამოსვლა;
·          სისტემის სხვადასხვა მდგომარეობა და მათ შორის განსხვავება (მაგალითად:  განსხვავება გამორთულ მდგომარეობასა და დაზოგვის რეჟიმს შორის).

კლავიატურის სტრუქტურა და თაგვის შემადგენელი ნაწილები:
·          კლავიატურის ღილაკების ჯგუფები და მათი დანიშნულება;
·          ღილაკები, რომლებიც გამოიყენება სიმბოლოების (მათ შორის ციფრული) შესატანად. სასვენი ნიშნების შესატანი ღილაკები;
·          ფუნქციური ღილაკები და მათი დანიშნულება;
·          სპეციალური ღილაკები (მაგალითად:  CTRL, SHIFT, SPACEBAR, ALT, CAPS LOCK, TAB, INSERT, DELETE) და მათი დანიშნულება;
·          თაგვის შემადგენელი ნაწილები და მათი დანიშნულება. თაგვის სხვადასხვა ტიპები;
·          თაგვის პროგრამული ინტერფეისი:  თაგვის კურსორი და მისი დანიშნულება.

მონაცემთა შენახვის საშუალებები. მეხსიერება და მისი ზომა:
·          მეხსიერების საზომი ერთეულები:  ბიტი, ბაიტი, კილობაიტი, მეგაბაიტი, გიგაბაიტი, ტერაბაიტი;
·          სიმბოლოთა წარმოდგენა ციფრულ მოწყობილობაში
·          მონაცემთა შენახვის საშუალებები და მათი შედარება სხვადასხვა პარამეტრით:  მონაცემების ჩაწერის ტექნიკური ფორმა, მოცულობა, სიჩქარე;
·          მონაცემთა შენახვის საშუალებების ადეკვატურად შერჩევა (მაგალითად: დაარქივების მიზნით, გადატანის მიზნით);  საიმედოობა;
·          მონაცემთა მიღება-გადაცემის სიჩქარე და მისი საზომი ერთეულები. მონაცემთა მიღება-გადაცემის სიჩქარის დადგენის (შეფასების) ხერხები.

ოპერაციული სისტემა და მისი ფუნქციები:
·          კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა. პროგრამული უზრუნველყოფის იერარქიული სტრუქტურა;
·          ოპერაციული სისტემის დანიშნულება და მისი კომპონენტები;
·          ოპერაციული სისტემის სამომხმარებლო ინტერფეისის გრაფიკული ელემენტები და მათი დანიშნულება.  გრაფიკული ელემენტებთან ინტერაქცია თაგვის საშუალებით;
·          სისტემის კონფიგურაციის განსაზღვრისა და რესურსების მართვის საშუალებები (მაგალითად: ახალი პროგრამის ინსტალაცია და დეინსტალაცია, მყარი დისკის დეფრაგმენტაცია, ეკრანის პარამეტრების განსაზღვრა);
·          მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება. მომხმარებლების ავთენტიკაცია და ავტორი­ზაცია (ავთენტიკაცია: მომხმარებლის რეგისტრაცია სისტემაში და მისი მონაცემების შემოწმება სისტემაში შესვლისას;  ავტორიზაცია: დარეგისტრირებული მომხმარებლის უფლებების განსაზღვრა სისტემის რესურსების წვდომისას).
·          სისტემის სტანდარტული სამომხმარებლო პროგრამები;
·          პროგრამის გაშვება და პროგრამის მუშაობის დასრულება.

ფაილების სისტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები:
1.        მეხსიერების სტრუქტურა. ფიზიკური და ლოგიკური დისკები. დისკის ფორმა­ტირება;
2.        ფაილის და საქაღალდის ცნება:  ფაილი, როგორც მონაცემების შენახვის ძირითადი ერთეული; საქაღალდე, როგორც ფაილების დაჯგუფების საშუალება. საქაღალ­დესთან დაკავშირებული მოქმედებები: მაგალითად - შექმნა, წაშლა, კოპირება, გადაადგილება, დაარქივება;
3.        ფაილების ტიპები მათში შენახული ციფრული მასალის ფორმატის მიხედვით (მაგალითად:  ტექსტური, გრაფიკული, აუდიო). ფაილის ატრიბუტები;
4.        ფაილის ტიპებთან ასოცირებული პროგრამები;
5.        ფაილის შექმნა ამა თუ იმ სამომხმარებლო პროგრამის გამოყენებით;
6.        ფაილთან დაკავშირებული მოქმედებები: მაგალითად - ფაილის კოპირება, გადაად­გილება, წაშლა, წაშლილი ფაილის აღდგენა (”სანაგვე ყუთიდან”), დაარქივება. ფაილების დაჯგუფება საქაღალდეებში;
1.        შენახული მასალის წაკითხვა პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქ­ციების გამოყენებით (მაგალითად:  „“).

ტექსტური რედაქტორის გამოყენება:
2.        ტექსტის შეტანა ტექსტური რედაქტორის გამოყენებით;
3.        ფონტის ცნება და ქართული ფონტების თავისებურებანი;
4.        ტექსტის ფორმატირება:  ფონტის, პარაგრაფის ფორმატირება, სტილის განსაზღვრა;
1.        მეხსიერების ბუფერი და მისი გამოყენება;
2.        მართლწერის შემოწმების და ავტოკორექციის ფუნქციების გამოყენება;
3.        ცხრილის ჩასმა და ინფორმაციის ორგანიზება ცხრილის საშუალებით;
4.        სურათის ჩასმა სასურველ ადგილას;  გრაფიკული ელემენტების გამოყენება;
5.        სიმბოლოების და ფორმულების ჩასმა სასურველ ადგილას;
6.        დოკუმენტში ძიება და ტექსტის ერთი ფრაგმენტის მეორეთი ჩანაცვლება;
1.        სხვადასხვა კლავიშის დანიშნულება. “ცხელი” კლავიშები;
2.        გვერდის პარამეტრების განსაზღვრა; ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა.
3.        დოკუმენტის სტრუქტურის განსაზღვრა;  სარჩევის, სანიშნეების  და ჰიპერბმულების შექმნა, დოკუმენტში გადაადგილება;
4.        მასალის შენახვა სხვადასხვა ფორმატში.

ელექტრონული ცხრილის გამოყენება:
5.        ელექტრონული ცხრილის სტრუქტურა (უჯრები, სტრიქონები, სვეტები, უჯრების მისამართების განსაზღვრის წესი) და ელექტრონულ ცხრილში გადაადგილება;
1.        მონაცემთა შეტანა ელექტრონულ ცხრილში;
2.        მონაცემთა ტიპები (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) და მათ შორის განსხვავება;
3.        ცხრილის დაფორმატება, სტილის განსაზღვრა;
4.        ფორმულების გამოყენება.  უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება სხვა უჯრების შიგთავსზე;
5.        დიაგრამები და მათი სახეობები;
6.        მონაცემების გაფილტვრა და დალაგება.
7.        ფურცლის წაშლა და ახალი ფურცლის ჩამატება.
1.        სხვადასხვა კლავიშების დანიშნულება. “ცხელი” კლავიშები.
2.        გვერდის პარამეტრების განსაზღვრა. ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა.

გრაფიკული რედაქტორის გამოყენება:
3.        სურათის შექმნა წინასწარ გამზადებული გრაფიკული ელემენტების (მაგალითად, გეომეტრიული ფიგურების) კომბინირებით;
4.        ფერის ცნება, ფერის პარამეტრები,  ფერის ციფრული გენერაცია: სხვადასხვა ფერის მიღება ფერის პარამეტრების მოდიფიკაციით.
5.        მოქმედებები გრაფიკულ ობიექტებზე გრაფიკული რედაქტორის ხელსაწყოების გამოყენებით.
6.        განსხვავება სხვადასხვა გრაფიკულ ფორმატს შორის.

ინტერნეტი
7.        ვებ-გვერდი და მისი შემადგენელი კომპონენტები;
1.        დამისამართება ინტერნეტში და მისამართის სტრუქტურა;
2.        ჰიპერბმული და მისი შესაბამისი მისამართი.
3.        საძიებო სისტემის გამოყენება;  საძიებო ფრაზების სინტაქსი;
4.        მასალის გადმოწერა ინტერნეტიდან;

5.        ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური და საკანონმდებლო ნორმები; საავტორო უფლებები.