ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სტანდარტი
წლის ბოლოს
მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
|
ძირითადი
ცნებები და ოპერაციები
|
ისტ რესურსების
შექმნა
|
კვლევა და
კომუნიკაცია
|
|
ის ტექნ.
V.1. მოსწავლეს შეუძლიაისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ.
V.2. მოსწავლეს შეუძლიაეთიკური და უსაფრთხოების ნორმების
დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის
გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
|
ის ტექნ.
V.3. მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების
შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ.
V. 4. მოსწავლეს შეუძლიაისტ-ის
ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
|
ის ტექნ.
V.5. მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას
და კვლევის პროცესში.
ის ტექნ.
V. 6. მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა
სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: ძირითადი ცნებები და ოპერაციები
ის ტექნ.
V. 1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად
და უსაფრთხოდ გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
1.
აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული საშუალების დანიშნულებას;
2.
გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად
იყენებს კლავიატურას;
3.
ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს, როგორც ოპერაციულ სისტემას შესაბამისი ფუნქციის
გამოყენებით, ასევე მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით. გაიაზრებს
ამ ორ ხერხს შორის განსხვავებას;
4.
აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად:
თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით,
დაწკაპება და ორმაგი დაწკაპება);
·
ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას
(მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი);
·
აცნობიერებს განსხვავებას ტექნიკურ მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას
შორის;
·
უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ საშუალებებს (მაგალითად:
,
) და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს;
·
აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური
რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და
ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება);
·
გაიაზრებს ჰიპერტექსტური დოკუმენტის შემადგენელი ელემენტების დანიშნულებას
და იყენებს მათ (მაგალითად: ჰიპერბმული, ფორმის კომპონენტები).
ის ტექნ.
V.2. მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების
ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის
გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
აცნობიერებს ინფორმატიკის საგანს, ინფორმატიკის განვითარების ისტორიისა და
ფუნდამენტურ მეცნიერებათა შორის ინფორმატიკის ადგილსა და როლს; გაიაზრებს ინფორმაციული
ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივ და ეკონომიკურ ასპექტებს;
·
ინფორმაციისა და ელექტრონული ფორმატის ობიექტების მიღება-გადაცემისას, აცნობიერებს
მასალის მოცულობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
·
იყენებს პირადი ინფორმაციის დაცვის ხერხებს (მაგალითად: პაროლი, მონაცემთა
დაშიფვრა) და იცავს მათი გამოყენების ნორმებს;
·
აცნობიერებს ქსელში ან/და ინტერნეტ გარემოში ზოგიერთი მასალის ნახვასთან და
გადმოწერასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
·
ქსელურ გარემოში ახდენს პოზიტიური სოციალური უნარ-ჩვევების დემონსტრირებას;
·
კომპიუტერისა და სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის
უსაფრთხოების ნორმებს (მაგალითად: სხეულის მდებარეობა კომპიუტერთან ჯდომისას, ეკრანზე
კადრების ცვლილების სიხშირის გათვალისწინება);
·
აცნობიერებს სკოლაში დადგენილ ნორმებს და იცავს მათ სასკოლო ქსელისა და ციფრული
საშუალებების გამოყენებისას;
·
ციფრული მასალის გამოყენებისას ითვალისწინებს ამ მასალის ავტორის უფლებებს
და საჭიროების შემთხვევაში მიუთითებს ავტორს;
·
გაიაზრებს და ასაბუთებს ისტ-ის გამოყენების დადებით მხარეებს ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ
ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა
და კულტურაში, საგამომცემლო საქმეში.
მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
ის ტექნ.
V.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის
ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
გაიაზრებს ციფრული მასალის სტრუქტურას;
·
იყენებს ციფრული საშუალებებს ცნებების, ობიექტებისა და პროცესების გამოსახვისას
ციფრული მასალის გამოყენებით;
·
ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის კომბინირებას ციფრული მასალის
შექმნისას;
·
იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას
(მაგალითად: რიცხვითი მიმდევრობა, ფიგურების განლაგება);
·
ავრცელებს საკუთარ ციფრულ მასალას, სხვების მიერ განხილვისა და უკუგების მიღების
მიზნით; იყენებს უკუგების შედეგს პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით.
ის ტექნ.
V.4. მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების,
შენახვისა და ორგანიზების დროს.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს
მოწყობილობასა და ადგილს.
·
მუშაობის პროცესში რეგულარულად ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის
შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად:
„
“,
„
“);
·
აცნობიერებს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას შორის მონაცემთა მიღება-გადაცემის
ფუნქციებს;
·
აცნობიერებს ციფრულ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას (მაგალითად:
ფაილი, საქაღალდე) და ეფექტიანად იყენებს ამ სტრუქტურას (მაგალითად: ფაილებს აჯგუფებს
საქაღალდეებში, საქაღალდეებს აჯგუფებს ქვესაქაღალდეებად); გააზრებულად არქმევს სახელწოდებებს
სტრუქტურის ელემენტებს;
·
ახდენს ფაილებისა და საქაღალდეების ლოგიკურ ორგანიზებას მონაცემთა ეფექტიანად
შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით;
·
განასხვავებს ფაილების ტიპებს და აცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული
მასალის სხვადასხვა ფორმატის არსებობას;
·
ინფორმაციისა და ციფრული მასალის შენახვის, წაკითხვისა და გადაცემისას აცნობიერებს
ფაილის ზომებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
·
აცნობიერებს შესანახი მოწყობილობების მეხსიერებების შესაძლებლობებს.
მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია
ის ტექნ.
V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა
ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის
ციფრულ საშუალებებს;
·
ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს
(მაგალითად: შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად
შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად იყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს);
·
ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, ადარებს სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ
ინფორმაციას;
·
იყენებს ისტ-ს იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
·
ახენს მოძიებული ციფრული მასალისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას და აფასებს
ამ მასალას იმის მიხედვით, თუ რამდენად სასარგებლო, სანდო, ადეკვატური და ზუსტია იგი;
·
უთითებს ინფორმაციისა და ციფრული მასალის წყაროებს ან/და ავტორს.
ის ტექნ.
V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა
და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
იყენებს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელი საშუალების შესაძლებლობებს
ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის გასაუმჯობესებლად (მაგალითად: ტექსტურ რედაქტორში
ასოების ზომების, სტილისა და ფერის შერჩევა, ტექსტის ენობრივი გამართულობა);
·
იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს.
სარეკომენდაციო შინაარსი
კომპიუტერისა
და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შემადგენელი ნაწილები და მათი დანიშნულება:
·
კომპიუტერი,
როგორც ინფორმაციის გადამამუშავებელი უნივერსალური მოწყობილობა. კომპიუტერის აგებულება;
·
პროცესორი
და მისი სწრაფქმედება. ოპერატიული და მუდმივი მეხსიერება და მათი ურთიერთკავშირი;
·
შეტანის მოწყობილობები
და მათი დანიშნულება: კლავიატურა, თაგვი და
მისი შემცვლელი მოწყობილობა, მიკროფონი, სკანერი, ვებ-კამერა;
·
გამოტანის
მოწყობილობები და მათი დანიშნულება: მონიტორი,
პრინტერი, სპიკერები/ყურსასმენები;
·
მონაცემთა
შესანახი მოწყობილობები: მყარი დისკი, კომპაქტ-დისკი,
DVD-დისკი, flash ბარათი;
·
პორტები და
მიერთება: USB-პორტი, ქსელის პორტი, დენის
წყაროს მიერთება, მონიტორის მიერთება, სხვა შეტანა-გამოტანის მოწყობილობების მიერთება
(იხ. ზემოთ).
კომპიუტერის
ჩართვა/გამორთვა და სისტემის სხვადასხვა მდგომარეობა.
·
ჩართვა და
სისტემის ჩატვირთვის ეტაპები;
·
გამორთვა და
გადატვირთვა. მათ შორის განსხვავება. განსხვავება პროგრამულად გამორთვასა და დენის
წყაროდან გამორთვას შორის;
·
ოპერაციულ
სისტემაში მომხმარებლის შესვლა და გამოსვლა;
·
სისტემის სხვადასხვა
მდგომარეობა და მათ შორის განსხვავება (მაგალითად: განსხვავება გამორთულ მდგომარეობასა და დაზოგვის
რეჟიმს შორის).
კლავიატურის
სტრუქტურა და თაგვის შემადგენელი ნაწილები:
·
კლავიატურის
ღილაკების ჯგუფები და მათი დანიშნულება;
·
ღილაკები,
რომლებიც გამოიყენება სიმბოლოების (მათ შორის ციფრული) შესატანად. სასვენი ნიშნების
შესატანი ღილაკები;
·
ფუნქციური
ღილაკები და მათი დანიშნულება;
·
სპეციალური
ღილაკები (მაგალითად: CTRL, SHIFT, SPACEBAR, ALT, CAPS LOCK, TAB,
INSERT, DELETE) და მათი დანიშნულება;
·
თაგვის შემადგენელი
ნაწილები და მათი დანიშნულება. თაგვის სხვადასხვა ტიპები;
·
თაგვის პროგრამული
ინტერფეისი: თაგვის კურსორი და მისი დანიშნულება.
მონაცემთა
შენახვის საშუალებები. მეხსიერება და მისი ზომა:
·
მეხსიერების
საზომი ერთეულები: ბიტი, ბაიტი, კილობაიტი,
მეგაბაიტი, გიგაბაიტი, ტერაბაიტი;
·
სიმბოლოთა
წარმოდგენა ციფრულ მოწყობილობაში
·
მონაცემთა
შენახვის საშუალებები და მათი შედარება სხვადასხვა პარამეტრით: მონაცემების ჩაწერის ტექნიკური ფორმა, მოცულობა,
სიჩქარე;
·
მონაცემთა
შენახვის საშუალებების ადეკვატურად შერჩევა (მაგალითად: დაარქივების მიზნით, გადატანის
მიზნით); საიმედოობა;
·
მონაცემთა
მიღება-გადაცემის სიჩქარე და მისი საზომი ერთეულები. მონაცემთა მიღება-გადაცემის სიჩქარის
დადგენის (შეფასების) ხერხები.
ოპერაციული
სისტემა და მისი ფუნქციები:
·
კომპიუტერის
პროგრამული უზრუნველყოფა. პროგრამული უზრუნველყოფის იერარქიული სტრუქტურა;
·
ოპერაციული
სისტემის დანიშნულება და მისი კომპონენტები;
·
ოპერაციული
სისტემის სამომხმარებლო ინტერფეისის გრაფიკული ელემენტები და მათი დანიშნულება. გრაფიკული ელემენტებთან ინტერაქცია თაგვის საშუალებით;
·
სისტემის კონფიგურაციის
განსაზღვრისა და რესურსების მართვის საშუალებები (მაგალითად: ახალი პროგრამის ინსტალაცია
და დეინსტალაცია, მყარი დისკის დეფრაგმენტაცია, ეკრანის პარამეტრების განსაზღვრა);
·
მონაცემთა
დაცვა და უსაფრთხოება. მომხმარებლების ავთენტიკაცია და ავტორიზაცია (ავთენტიკაცია: მომხმარებლის რეგისტრაცია სისტემაში
და მისი მონაცემების შემოწმება სისტემაში შესვლისას; ავტორიზაცია: დარეგისტრირებული მომხმარებლის უფლებების
განსაზღვრა სისტემის რესურსების წვდომისას).
·
სისტემის სტანდარტული
სამომხმარებლო პროგრამები;
·
პროგრამის
გაშვება და პროგრამის მუშაობის დასრულება.
ფაილების სისტემა
და მასთან დაკავშირებული მოქმედებები:
1.
მეხსიერების
სტრუქტურა. ფიზიკური და ლოგიკური დისკები. დისკის ფორმატირება;
2.
ფაილის და
საქაღალდის ცნება: ფაილი, როგორც მონაცემების
შენახვის ძირითადი ერთეული; საქაღალდე, როგორც ფაილების დაჯგუფების საშუალება. საქაღალდესთან
დაკავშირებული მოქმედებები: მაგალითად - შექმნა, წაშლა, კოპირება, გადაადგილება, დაარქივება;
3.
ფაილების ტიპები
მათში შენახული ციფრული მასალის ფორმატის მიხედვით (მაგალითად: ტექსტური, გრაფიკული, აუდიო). ფაილის ატრიბუტები;
4.
ფაილის ტიპებთან
ასოცირებული პროგრამები;
5.
ფაილის შექმნა
ამა თუ იმ სამომხმარებლო პროგრამის გამოყენებით;
6.
ფაილთან დაკავშირებული
მოქმედებები: მაგალითად - ფაილის კოპირება, გადაადგილება, წაშლა, წაშლილი ფაილის აღდგენა
(”სანაგვე ყუთიდან”), დაარქივება. ფაილების დაჯგუფება საქაღალდეებში;
1.
შენახული მასალის
წაკითხვა პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად: „
“).
ტექსტური რედაქტორის
გამოყენება:
2.
ტექსტის შეტანა
ტექსტური რედაქტორის გამოყენებით;
3.
ფონტის ცნება
და ქართული ფონტების თავისებურებანი;
4.
ტექსტის ფორმატირება: ფონტის, პარაგრაფის ფორმატირება, სტილის განსაზღვრა;
1.
მეხსიერების
ბუფერი და მისი გამოყენება;
2.
მართლწერის
შემოწმების და ავტოკორექციის ფუნქციების გამოყენება;
3.
ცხრილის ჩასმა
და ინფორმაციის ორგანიზება ცხრილის საშუალებით;
4.
სურათის ჩასმა
სასურველ ადგილას; გრაფიკული ელემენტების გამოყენება;
5.
სიმბოლოების
და ფორმულების ჩასმა სასურველ ადგილას;
6.
დოკუმენტში
ძიება და ტექსტის ერთი ფრაგმენტის მეორეთი ჩანაცვლება;
1.
სხვადასხვა
კლავიშის დანიშნულება. “ცხელი” კლავიშები;
2.
გვერდის პარამეტრების
განსაზღვრა; ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა.
3.
დოკუმენტის
სტრუქტურის განსაზღვრა; სარჩევის, სანიშნეების და ჰიპერბმულების შექმნა, დოკუმენტში გადაადგილება;
4.
მასალის შენახვა
სხვადასხვა ფორმატში.
ელექტრონული
ცხრილის გამოყენება:
5.
ელექტრონული
ცხრილის სტრუქტურა (უჯრები, სტრიქონები, სვეტები, უჯრების მისამართების განსაზღვრის
წესი) და ელექტრონულ ცხრილში გადაადგილება;
1.
მონაცემთა
შეტანა ელექტრონულ ცხრილში;
2.
მონაცემთა
ტიპები (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) და მათ შორის განსხვავება;
3.
ცხრილის დაფორმატება,
სტილის განსაზღვრა;
4.
ფორმულების
გამოყენება. უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება
სხვა უჯრების შიგთავსზე;
5.
დიაგრამები
და მათი სახეობები;
6.
მონაცემების
გაფილტვრა და დალაგება.
7.
ფურცლის წაშლა
და ახალი ფურცლის ჩამატება.
1.
სხვადასხვა
კლავიშების დანიშნულება. “ცხელი” კლავიშები.
2.
გვერდის პარამეტრების
განსაზღვრა. ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა.
გრაფიკული
რედაქტორის გამოყენება:
3.
სურათის შექმნა
წინასწარ გამზადებული გრაფიკული ელემენტების (მაგალითად, გეომეტრიული ფიგურების) კომბინირებით;
4.
ფერის ცნება,
ფერის პარამეტრები, ფერის ციფრული გენერაცია:
სხვადასხვა ფერის მიღება ფერის პარამეტრების მოდიფიკაციით.
5.
მოქმედებები
გრაფიკულ ობიექტებზე გრაფიკული რედაქტორის ხელსაწყოების გამოყენებით.
6.
განსხვავება
სხვადასხვა გრაფიკულ ფორმატს შორის.
ინტერნეტი
7.
ვებ-გვერდი
და მისი შემადგენელი კომპონენტები;
1.
დამისამართება
ინტერნეტში და მისამართის სტრუქტურა;
2.
ჰიპერბმული
და მისი შესაბამისი მისამართი.
3.
საძიებო სისტემის
გამოყენება; საძიებო ფრაზების სინტაქსი;
4.
მასალის გადმოწერა
ინტერნეტიდან;
5.
ინტერნეტში
განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური და საკანონმდებლო ნორმები;
საავტორო უფლებები.
No comments:
Post a Comment